ნატო-ში საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
საქართველოს წარმომადგენელი ლევან დოლიძე პოსტს დღეს ტოვებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მის ადგილს ვინ დაიკავებს.
"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. რომ გითხრათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე არ მუშაობს, ეს იქნება დიდი დანაშაული. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რადგან ნატო არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მიმართულება და იქ ახალი ხელმძღვანელი მნიშვნელოვანია. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიდის მსჯელობა, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს. შემიძლია 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ ეს იქნება ძალიან მალე", _ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ, რომელსაც დოლიძის შესაძლო შემცვლელის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.