შინაგან საქმეთა ახალ მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია აქვს დამთავრებული.
დაბადების თარიღი და ადგილი: 24 დეკემბერი, 1975 წ. ქ. თბილისი.
განათლება:
2001 წ. – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.
პროფესიული გამოცდილება:
2015 წლიდან – შინაგან საქმეთა მინისტრი;
2013-2014 – შს მინისტრის მოადგილე;
2013 წლამდე – პრემიერ მინისტრ – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;
2002 წ. – შსს დაცვის პოლიცია;
1994 წ. – სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.