სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, თუ ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით მალე კონკრეტული შედეგი არ დაიდება, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
"აუცილებელია, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი ძალიან მალე დაიდოს. თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აუცილებელია ამ საქმის დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიება. ამისთვის მნიშვენლოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება. თუ არ მოხდება გამოძიება, რა თქმა უნდა, ალბათ უნდა ვიფიქროთ სხვა მეთოდებზე, მათ შორის თუნდაც დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომიტეტის შექმნის შესახებ", – აღნიშნა ნანუაშვილმა.