სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ირაკლი ფირცხალავამ ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთა, ფირცხალავა პასუხობს:
"ეს არის ერთი წლის წინანდელი ამბავი. მაშინაც გააკეთეს განცხადება და პროკურატურა ვალდებული იყო, გამოეძიებინა ეს საქმე. მე თვითონ მოვთხოვე, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე და არაფერი არ გამოუძიებიათ. აბსოლუტურად ყველაფერი სისულელეა, ეს, სახალხო დამცველის გარდა, ყველაფერია. სახალხო დამცველი კი არა, პროკურორია. თან ქურდული სამყაროს მიერ მოსყიდული პროკურორი,"- განაცხადა ფირცხალავამ.