“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” ირაკლი ფირცახალავამ ტელეკომოანია რუსთავი2-ს ალექსანდრე ჭიკაიძისთვის გაგზავნილი წერილი მიაწოდა:
_ “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი არის კრიმინალური წარსულის მქონე , ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი.
ის სრულად იზიარებს მათი ცხოვრების ადათ-წესებს და ეწევა ამ წესის პროპაგანდას.
პერიოდულად მას შეაქვს დიდძალი თანხა ე.წ „ობშიაკშიც“. ჩვენი ინფორმაციით, მას ახლო კავშირი აქვს ე.წ. კანონიერ ქურდ ჯემალ მამომიანთან იგივე “ჯეკო ტბილისკისთან“, რომელიც მისი გარდაცვლილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ჯგუფის წევრია.
ამა წლის თებერვალში მამომიანის უშუალო დავალებით ვაზაგაშვილმა გეგუთის კოლონიაში ადვოკატის მეშვეობით მოძებნა მრავალჯერ ნასამართლევი, ვინმე ლაშა შავაძე, მას გადასცეს „ინსტრუქცია“, თუ როგორ უნდა გამოეწვია მღელვარება პატიმრებს შორის, რაც ამ უკანასკნელმა ზედმიწევნით შეასრულა.
რომ არა სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალი პროფესიონალიზმი, „ქურდული გეგმით“ მღელვარება უნდა გასცდენოდა გეგუთის კოლონიას და გადასდებოდა სხვა დაწესებულებებს.
გთხოვთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოთ გამოძიება,“- ნათქვამია ფირცხალავას მიერ ჭიკაიძისთვის გაგზავნილ განცხადებაში, რომელიც 2014 წლის 27 თებერვლით თარიღდება