ვენის პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ცენტრში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, საქართველოსადმი მიძღვნილი საღამო „საქართველო – მომაჯადოებელი ქვეყანა“ გაიმართა (Georgien – ein faszinierendes Land).
საღამოს ორგანიზატორი პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორთა კლუბი, ინიციატივა ავსტრიულ-ქართულ მომღერალთა გუნდ „ჰარალეს“ ეკუთვნის, ღონისძიება ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის პატრონაჟით გაიმართა. საელჩოს სახელით საღამოს სტუმრებს მიესალმა საელჩოს დესპანი სოფიო საყვარელიძე-ბულგარინი.
საქართველოსადმი მიძღვნილ საღამოზე ავსტრიულ-ქართული მომღერალთა გუნდის „ჰარალოს“ წევრებმა ევა ადენზამერმა, თეა ბიწაძემ, კლაუდია მორმა და სილვია ფრანკემ წაიკითხეს მოხსენებები საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის ღვინის კულტურაზე. მასპინძლებმა დამსწრეთ გაუზიარეს საქართველოში მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები. („ჰარალეს“ წევერები 2014 წელს საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ძველი ქართული ხალხური სიმღერების შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ).
შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ, რომელიც საქართველოს საელჩომ პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ცენტრს საჩუქრად გადასცა.