სარფის საბაჟოზე, საქართველოდან თურქეთში მიმავალ სამგზავრო ავტობუსში, თურქმა მებაჟეებმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები ამოიღეს.
ამოღებულ საბრძოლო მასალებს შორის ტყვია, წამალი, სხვადასხვა იარაღის მაყუჩები და ტყვიამფრქვევის ცალკეული დეტალებიც იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ, თურქული გამოცემა www.haber61.net-ი ავრცელებს და ჯერჯერობით არ აკონკრეტებს იმ პირთა ვინაობას, რომლებსაც აღნიშნული საბრძოლო მასალები ქვეყნიდან გაჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.