ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებზე, 2014 წლის განმავლობაში პრემია ოთხჯერ გაიცა.
2014 წლის 30 ივნისის #142 განკარგულების საფუძველზე 5-6 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გადაჭარბებული დროით მუშაობისთვის, პრემია ერთი ხელფასის ოდენობით გაიცა სამაშველო სამსახურის 12 თანამშრომელზე, ასევე გუბერნატორის მდივანსა და აპარატის მთავარ სპეციალისტზე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. გაცემული პრემიის ჯამი – 36 ათას 180 ლარს შეადგენს.
გუბერნიამ პრემიები 2014 წლის 15 ივლისის # 449 დადგენილების შესაბამისად, 2014 წლის 26 აგვისტოს # 201 აგვისტოს # 201 -ე განკარგულების საფუძველზე, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოხელეზე პრემიის სახით გასცა 250 ლარი., რაც ჯამში 9 ათას ლარს შეადგენს.
2014 წლის 15 ოქტომბრის #254 -ე განკარგულების საფუძველზე, გაიცა კვარტალური პრემია ყველა საჯარო მოსამსახურეზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, მათ მიერ გაწეული მუშაობის წახალისებისა და მოტივიზაციის გაზრდის მიზნით. გაცემულმა პრემიების ჯამმა 30 ათას 350 ლარი შეადგინა.
პრემია გუბერნიამ ასევე წინასაახალწლოდ გასცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის # 518 ბრძანებისა და სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის #2014 წლის 25 დეკემბრის # 282 განკარგულების საფუძველზე გაიცა პრემია ყველა საჯარო მოსამსახურეზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. წინასაახალწლოდ გაცემულმა პრემიების ჯამმა 30 ათას 191 ლარი შეადგინა.
2014 წელს გურიის გუბერნიაში დარიგებული პრემიები 105 ათას 721 ლარს შეადგენს.