ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს შეხვედრაზე.
მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმაზე იმსჯელეს და პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელების პერსპექტივები დასახეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ასევე საქართველოში ვიზიტისთვის, რაც უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.