ირაკლი ფირცხალავას ადვოკატ დავით ხაჟალიას ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე 11 პირია დაკავებული.
როგორც ხაჯალია აცხადებს, დაკავებულების გადაყვანა პროკურატურიდან დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახლა მიმიდნარეობს.
მისივე თქმით, რომ ფირცხალავა დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულებისთვის ბრალის ოფიციალურ წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.
წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას გამოძიება ორი მუხლით ედავება. საგამოძიებო ორგანო ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ორგანიზებასა და შემდგომში მტკიცებულებების ფალსიფიცირების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ პროკურატურას ჯერ არ გაუკეთებია.