ხვალ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მსჯავრდებულების რიჩარდ ცქვიტინიძისა და გიორგი ზაქარეიშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის მალხაზ სირაძის განცხადებით, სასამართლო პროცესი სასამართლო უპატივცემულობის ფაქტზე იმართება. აღნიშნული ფაქტი 2014 წლის 20 ნოემბერს მოხდა _ სასამართლო პროცესის დროს რიჩარდ ცქვიტინიძემ და გიორგი ზაქარეიშვილმა მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა პროკურატურის პრესსამსახურს ნათია სუხიაშვილს, რომელმაც გაგვიმარტა, რომ პატიმრის მხრიდან პროკურორის მისამართით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას:
"პატიმრებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსამართლეს და ამიტომ დაიწყო საქმის ძიება 366 მუხლით, რაც სასამართლო უპატივცემულობას გულისხმობს, ხვალ არის 2 საათზე არსებითი განხილვა.
პროცესზე ბრალდებულები ერთმანეთში საუბრობდნენ, მოსამართლემ მათ მისცა შენიშვნა, ამის შემდეგ პატიმარმა მიაყენა მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მას დაატოვებინეს დარბაზი," _ აღნიშნავს სუხიაშვილი.