იანვარში ინფლაციის დონემ 1,4% შეადგინა – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი ამბობს.
სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ფასების ცვლილებამ გამოიწვია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იანვარში, ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები 7,3%-თ გაიზარდა.
ასევე, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,8%).
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 1,7%-ით გაიზარდა.
ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (20,9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,6 %), თევზეული (3,1 %).
ფასები გაიზარდა, ასევე ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 6,6%. საქსტატის ინფორმაციით, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (9,3%).