გერმანელი ეკონომისტების მტკიცებით, ამ ქვეყნის მცხოვრებლები 2015 წელს, ინტერნეტით განხორციელებულ შენაძენებზე დაახლოებით 28,3 მილიარდ ევროს დახარჯავენ.
ეს 14 პროცენტით მეტია, ვიდრე შარშან იყო. როგორც ამ სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, ყველაზე მეტ თანხას გერმანელები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად ხარჯავენ.
წელს გერმანიის მოქალაქეები ინტერნეტით განხორციელებულ შესყიდვებზე იმაზე მეტ თანხას დახარჯავენ, ვიდრე ოდესმე.
გერმანელი მომხმარებლები 28,3 მილიარდის მეოთხედს ინტერნეტმომსახურების გადასახდელად, კერძოდ, კომპიუტერული პროგრამებისა და მუსიკის გადმოსაწერად გაიღებენ, დანარჩენი თანხით კი მათთვის სასურველ საქონელს შეიძენენ.
ექსპერტები არა მხოლოდ ონლაინვაჭრობის მოცულობის გაზრდას ვარაუდობენ, მათი აზრით, შეკვეთით მიღებული საქონლის მოცულობაც გაიზრდება ქვეყანაში.
დღესდღეობით გერმანიის თითოეული მცხოვრები ვაჭრობის ზემოხსენებული ფორმების გამოყენებით 365 ევროს ხარჯავს წელიწადში.