ცოტა ხნის წინ ვაშინგტონის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პაკეტის ჩაი დიდი რაოდენობით ფტორს შეიცავს და ამის გამო კბილებისთვის მავნებელია.
ფტორის გადაჭარბებული დოზა ფლუოროზის წარმოშობას უწყობს ხელს: კბილის ემალი შავდება და ძვლის ქსოვილის განვითარება ფერხდება.
მეცნიერებმა პაკეტის ჩაის სხვადასხვა სახეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მათში ფტორის შემცველობა დასაშვებ კონცენტრაციას ორჯერ აღემატებოდა.
ეს კი იმის გამო ხდება, რომ ჩაის ფოთოლი ფტორის აკუმულირებას ახდენს.