ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"არის სხვადასხვა ინფორმაცია. სხვადასხვა ძალების მხრიდან რაღაც მცდელობები, მაგრამ არ დავუშვებთ იმას, რაც მოხდა უკრაინაში. ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოში იგივე განმეორდეს," – აღნიშნა გომელაურმა.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდეს და კონკრეტულ ინფორმაციაზე დეპუტატებთან ისაუბროს, გომელაურის თქმით, როცა აღნიშნულის საჭიროება იქნება, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.
"როცა საჭირო იქნება, აუცილებლად მივალ.თუ
კონკრეტული ინფორმაცია არ გვექნება, იდეეების დონეზე საუბარი არ იქნება ნორმალური ჩვენი მხრიდან. როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, ვისაუბრებთ კიდეც და თუ საჭირო იქნება, სხვა ღონისძიებებსაც ჩავატარებთ," – აღნიშნა მინისტრმა.