საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა, უწყებაში არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, განაცხადა, რომ მას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა. ვაზაგაშვილი იმ თანამდებობის პირების გადაყენებას ითხოვდა, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში იყვნენ გარეულები.