საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ კონკურსის "მე-ომბუდსმენი 2014" გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
კონკურსში "მე-ომბუდსმენი 2014" პირველი ადგილი ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თათია ბოლქვაძემ და ნინო ბერიძემ დაიკავეს (გუნდი "ხოჭოები"); მეორე ადგილზე გავიდნენ ლუკა აშხატოევი და მარიამ გოგიჩაიშვილი, თბილისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები (გუნდი "Libertasi"); ხოლო მესამე ადგილი ხაშურის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ნოზაძესა და ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ კახოიძეს ერგოთ (გუდი "Mex.").
პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები (hp), მეორე ადგილზე გასულებმა პლანშეტური კომპიუტერები (iPad Air) და მესამე ადგილზე გასულებმა მინი პლანშეტური კომპიუტერები (iPad mini).
ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ მარიამ ტყებუჩავამ, მარიამ წივილაშვილმა, მარიამ იმერლიშვილმა, თამარ ხატისაშვილმა, მარინა კაპანაძემ, ნათია ჭიღლაძემ, ლანა სირბილაძემ, თამთა შავიანიძემ, მარიამ ანთაძემ, ელენე ქოიავამ, ელისაბედ შურღულიამ, ვერიკო მეტაქსამ, გიორგი დოლბაიამ, მარიამ დოლბაიამ, ანი ბართიამ, თინათინ გვაზავამ, გიორგი ჩანქსელიანმა, ანასტასია პანაიოტიმ, გიორგი იაკობაშვილმა, ხატია ჭიღლაძემ, ანა ხითარიშვილმა, თინათინ ხითარიშვილმა, ლალი ჭიღლაძემ, რატი ნადირაძემ, ლუკა წურწუმიამ, თამუნა პაპასკირმა, ოთარ ბენდელიანმა და ანი ხაინდრავამ სამახსოვროდ სერტიფიკატები და საკანცელარიო ნივთებით სავსე ზურგჩანთები მიიღეს.
კონკურსი "მე–ომბუდსმენი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" დაფინანსებით წელს მეხუთედ გაიმართა.
ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურა სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას. კონკურსი "მე – ომბუდსმენი" ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
კონკურის საინფორმაციო კამპანია სექტემბერში დაიწყო. სკოლებში გავრცელდა პლაკატები, ინფორმაცია გავრცელდა ასევე ბეჭდური და ელექტრონული მედიით. 6 ოქტომბერს დაიწყო 1 ტური და გუნდების რეგისტრაცია. პირველ ტურში რეგისტრაცია 500–მდე გუნდმა გაიარა. მეორე რაუნდში 35 გუნდი – 70 მოსწავლე გადავიდა. ხოლო მესამე, საფინალო რაუნდში 17 გუნდი და შესაბამისად 34 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.