https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ევროდირექტივა თუ კამპანია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ _ “სულ გაიწყვიტა შუბლზე ძარღვი”

7:02; 6.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა ვნებათაღელვის ფონზე წარიმართა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში მაუწყებელთა მხრიდან, მათ შორის, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის მიერ გამოთქმული შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და ასახულია.

კერძოდ, პროექტიდან ამოღებულია ნორმა, რომელიც ითვალისწინებს კომერციული რეკლამისთვის დაწესებულ 20%-იან შეზღუდვას მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით. ტყემალაძის თქმით, 20%-იანი შეზღუდვა გამოყენებულ იქნება ყოველ საათში.

მისივე განმარტებით, სპონსორობის შესახებ დაწესებული ახალი დეფინიცია ძალაში 2016 წლის 15 იანვრიდან შევა; პროექტიდან ამოღებულია ნორმა, რომლის მიხედვით, ანონსებში სპონსორობაზე მითითება იკრძალება;

ნორმა, რომელიც პროგრამებსა და ანონსებში სპონსორობისას საათში 5%-იან ლიმიტს ადგენს, ძალას 2016 წლის 15 იანვარს დაკარგავს;

2017 წლის 15 იანვრიდან ახალი ამბების "ჭრა" განხორციელდება 30 წუთში ერთხელ, გარდამავალ პერიოდში კი დასაშვები იქნება სარეკლამო "ჭრა" 15 წუთში ერთხელ.

უმცირესობის წარმომადგენლებმა პროექტის ამოქმედების ვადის 2016 წლამდე გადაწევა მოითხოვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაციების პირობებში ტელევიზიები ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან.

პავლე კუბლაშვილმა კანონპროექტის ცალკეულ ნორმებზე აზრთა შეჯერებისკენ მოუწოდა დეპუტატებს. მისი მოსაზრებით, კანონპროექტის მიღება ტელეკომპანიებს და ბიზნესის გარკვეულ სეგმენტს ზიანს მიაყენებს. 

"ამ რეგულაციების შემოღებით ზიანი მიადგება არა მარტო ტელევიზიებს, არამედ ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სატელევიზიო სივრცეში რეკლამის განთავსებას ახდენენ“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

კანონპროექტს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმართულს უწოდებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი.

"ჩვენ გვახსოვს რამდენიმე განცხადება არაფორმალური, მაგრამ ფაქტიური მმართველის საქართველოში, რომელიც თავს ესხმოდა "რუსთავი 2“-ს, ჩვენ გვახსოვს მის მიერ მართული პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ურტყამს და ემუქრება "რუსთავი 2“-ს.

ჩვენ გუშინ ვნახეთ ბატონი ალექსანდრე ქანთარიას განცხადება, რომელიც საუბრობს, რომ თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ხალხმა მოითხოვოს შევარდნა "რუსთავი 2“-ში და დალაგება სატელევიზიო მედიასივრცის.

ხალხის სახელით ტირანიის წარმოება, გახსოვთ ვისი სტილი იყო, 70 წელი ასეთ სისტემაში ვცხოვრობდით, არსებობს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 1 თვეში ან თვენახევარში ფსევდოსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით ხელისუფლება აპირებს თავს დაესხას "რუსთავი 2“-ს და შეუზღუდოს საქმიანობა სასამართლო ზეწოლის შედეგად კონკრეტული დაშინებული ან მოსყიდული მოსამართლის შედეგად და მე მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს დაინტერესდნენ ამ საკითხით.“ _ აღნიშნა მინაშვილმა.

ოპონენტების საპასუხოდ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ განხილვების პროცესში "რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული სამი შენიშვნიდან ორი გათვალისწინებულია კანონპროექტში.

მან ასევე შეახსენა კოლეგებს, რომ ჩვენს ქვეყანას, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროდირექტივები აქვს შესასრულებელი, რომლისკენაც ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს 2011 წელს დაიწყო.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ რეალური მიზეზი არ არის ევროდირექტივები.

"ბატონი ზურაბი თავის გამოსვლაში შემთხვევით არ ახსენებდა "რუსთავი 2“-ს, იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი ერთი კონკრეტული ტელევიზიის წინააღმდეგ მიმართული აქციაა, უფრო სწორად აქციის ნაწილი, რადგან ფინანსური დამოუკიდებლობის და ფინანსური პრობლემების შექმნაა, ხოლო შემდეგ უკვე იქნება სხვა სახის პრობლემები. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ არ მოსწონს, რომ უნდა შეაცვლევინოს რიტორიკა და რადგან სხვა გზით ვერ მიაღწია, გადაწყვიტა საკანონმდებლო ჩარჩოებით მოახერხოს და შემდეგ ალბათ სასამართლოსაც ჩართავენ.“ _ განაცხადა გოგორიშვილმა.

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ „ეს არის მედიასაშუალებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მათი შემოსავალი შემცირდება.

"ამასთან ერთად, მე მინდა ვთქვა, რომ პირველად არ ხდება, როდესაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძვლით შემოდის ისეთი რეგულაციები, რომლებიც ევრორეგულაციებით არ არის გათვალისწინებული და ადამიანთა რომელიმე ჯგუფის ან ბიზნესის წინააღმდეგაა მიმართული.

ეს არის ძალიან ცუდი, რადგან მოსახლეობას განაწყობს ევრორეგულაციების წინააღმდეგ და ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას. ჩვენთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია და ეს წარმოადგენს ღირებულებას ყოველთვის, როცა ხელისუფლებაში ვართ და როცა ოპოზიციაში ვართ.

ამიტომ თავისუფალი დემოკრატები ამ კანონს მხარს არ დავუჭერთ.“_ განაცხადა გოგუაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპონენტების მიერ წამოყენებული ბრალდებები, კანონპროექტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე და ბიზნესის ხელშეშლაზე.

მისი განცხადებით: "ძალიან საინტერესო კანონპროექტია, უამრავი რამ შესწორდა, გარკვეულ ეტაპზე მეც მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ საინტერესო მიმართულებები გამოიკვეთა, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ შეფასებებს, რისი წარმოჩენაც უნდათ ჩვენს ოპონენტებს“.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი.

აქედან გამომდინარე, მან მუხლობრივად ჩამოაყალიბა ის შეხედულებები, რაც მმართველ გუნდს გააჩნია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

"პირველი, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აქ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაზე, ან რაიმე ბიზნესის ხელშეშლაზე საუბარი არ ყოფილა, არც არის და მომავალშიც არ იქნება. მცდარია ის შეხედულებაც, ის აზრი რომ ეს ყველაფერი "რუსთავი 2"-თან არის დაკავშირებული.

ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა, რომლითაც არა მარტო ჩვენს საზოგადოებაში დისონანსის შემოტანაა საჭირო, არამედ მთავარი მიმართულება არის საერთაშორისო ორგანიზაციებში გატანა ასეთი დეზინფორმაციის, რომელიც ჩვეულებრივად ახასიათებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ.

უბრალოდ გასაკვირია ის რიტორიკა, ის მანერა, გამომეტყველება რომლითაც მიკროფონთან მისული პიროვნებები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არსებობს რეალობაში, არ არსებობს ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ოპონენტებმა, აქ გამომსვლელებმა გაგვისწრეს და ასით ნოლი მოიგეს მსახიობური აღელვება-აღშფოთების გამოხატვით, რომ იზღუდება მედია და დემოკრატია“, _ განაცხადა ვოლსკიმ.

 ვოლსკის მოსაზრებით, წარმოდგენილ კანონპროექტში საინტერესო მიმართულებებია გამოკვეთილი. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპონენტების მიერ წამოყენებული ბრალდებები, რადგან კანონპროექტი დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ბიზნესის ხელშეშლას არანაირად არ ითვალისწინებს.

"მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია იყოს სწორი ინფორმაცია იმაზე, რა პროცესი მიმდინარეობს, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არაფერიც არ იზღუდება, ევროსტანდარტი გვთხოვს რეგულაცია დავაწესოთ რეკლამაზე, რომელიც კონცენტრირებული უნდა იყოს არა ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეხედულებით, არამედ გარკვეული პირობით, როდესაც არ ზიანდება მაყურებლის ინტერესი, ესაა მთავარი.

როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს არსებობს ერთი ტელევიზია, რომელიც გარშემორტყმულია მტრული ძალებით და ცდილობენ როგორმე შეარყიონ და ბიზნესი წაართვან.

თითქოს არ იყოს ყველაზე მდიდარი, წარმატებული და განვრცობადი და ამ ჩაგვრის პირობებში უხდებათ საცოდავებს მოღვაწეობა.

აქ ითქვა – უბედურება იყო 2012 წლის ოქტომბერშიო, სულ გაიწყვიტა შუბლზე ძარღვი ადამიანმა და თქვა, და ის ყველაფერი, რაც ხდებოდა – მედიის დატერორება, ადამიანების დატერორება, სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა, ეს არაფერი არ არსებობდა და სწორედ ახლა გვაქვს ამ ვითარებასთან საქმე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, "მთავარი ამოცანა, რომელიც ამ კამათის დროს ჰქონდა ჩვენს ოპონენტებს და გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ, ვინც დაინტერესებულია კანონპროექტით და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმაც, საელჩოებმა დაინტერესება უნდა გამოიჩინონ ამ კონკრეტული საკითხის მიმართ"

_  ვინაიდან, როგორც ჩანს ამ თემაზე კიდევ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი. აქედან გამომდინარე ბატონ ზურაბს ვთხოვ, რამოდენიმე მთავარი თემა არა მარტო ამ ტრიბუნიდან, არამედ განცხადების სახით მომზადდეს თუ რასთანა გვაქვს საქმე, ვინ არის იმ პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს არასწორი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა რიტორიკასთან გვაქვს საქმე და რეალობა რაში მდგომარეობს. ამაზე განმარტებითი ბარათი მომზადდეს არა მარტო კომიტეტში განსახილველად, რომელიც სპეციფიკურ ტერმინოლოგიას შეიცავს, არამედ საზოგადოების გასაგებადაც და უნდა გამოქვეყნდეს ტელევიზიაში და მედიაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, არცერთი მედიასაშუალება არ არის არანაირი საფრთხის ქვეშ 2012 წლის შემდეგ და არც იქნება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტარებმა, დღის ბოლოს, კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარეს კენჭი, რომლის დროსაც ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 63 მომხრე, 30 წინააღმდეგი.

„მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მიხეილ სააკაშვილი: "მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, რომ ამ საქმით დავკავდეთ"

ასეთი იყო პრეზერვატივის რეკლამა 1996 წელს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო