"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი გუნდის წევრის, შალვა შავგულიძის კანდიდატურას შესთავაზებს. პარტიამ შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
"გუშინ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" იმსჯელა ამ საკითხზე და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარტია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს წარუდგენს ჩემს კანდიდატურას", _ აღნიშნავს დეპუტატი.
ცნობისთვის, "თავისუფალ დემოკრატებამდე" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შალვა შავგულიძის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინა მოსამართლეებისგან დაკომპლექტებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგამაც" წარადგინა.
"დამიკავშირდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოთარ ბარათაშვილი და მითხრა, რომ მისი ორგანიზაციის სახელით წარმადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დამიკავშირდნენ, მთხოვეს თანხმობის დადასტურება, რაც დავუდასტურე. ახლა ორშაბათის ჩათვლით ადმინისტრაციაში ფორმალური სახის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, მაგრამ,მე თანხმობას ვაცხადებ შეთავაზების შემთხვევაში დავიკავო ეს თანამდებობა", _ აღნიშნა შალვა შავგულიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 თებერვლამდე მიიღება. ეს პროცესი დაწყებულია.