პირებს, რომლებიც კინოწარმოებისთვის დაფინანსებას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებენ, მოგების გადასახადი ფილმის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დაეკისრებათ.
კინემატოგრაფიის მხარდაჭერის მიზნით, "საგადასახადო კოდექსში" განხორცილებულ ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილება მათი ინიციატივით აისახა.
მათივე განცხადებით, ამ დრომდე არსებული რეგულაციით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების დაბეგვრა ჯერ კიდევ ფილმის ექსპლუატაციაში შესვლამდე ხდებოდა, რაც კინომწარმოებლებს მოპოვებული დაფინანსების დანიშნულებისამებრ, სრულფასოვნად გამოყენებაში ხელს უშლიდათ.
მწარმოებელს ასევე ექსპლუატაციაში შესულ ფილმზე, როგორც არამატერიალურ აქტივზე, 100 % -იანი ამორტიზაციის დარიცხვის უფლება ეძლევა.