"ერთიანმა ოპოზიციამ“ პარლამენტს პეტიციით მიმართა. მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების გადავადებას "ერთიან ოპოზიციაში“ შემავალი პარტიები პარლამენტის სპიკერს და კომიტეტების თავმჯდომარეებს სთხოვს.
ერთიანი ოპოზიციის განცხადებით, ახალი ცვლილებები ეს არის დარტყმა მედიის ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, რაც ნეგატიურად აისახება ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე.
ერთიან ოპოზიციას მომზადებული აქვს კონკრეტული წინადადებები, რომლის მიხედვითაც ახალ რეგულაციებზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
ერთიანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კახა ძაგანიას განცხადებით, კანონპროექტი ნამდვილად გააუარესებს მედიასაშუალებების ფინანსურ მდგომარეობას.
"ეს არის მედიის მიჭირხვნის მცდელობა. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ წერილობით განმარტებას პარლამენტის თავმჯდომარისგან, თუ რატომ გახდა საჭირო ასე სასწრაფოდ ამ კანონპროექტის განხილვა. ჩვენ ვითხოვთ კანონპროექტის შესწორებას, მის დახვეწას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არა მარტო მედიას, არამედ დემოკრატიას დაარტყამს" _ აღნიშნა კახა ძაგანიამ.