Ukraina.ru-ს ცნობით, საქართველო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ "უკრაინის არმიას შეუძლია მთელი რუსეთი დაიპყროს".
გამოცემა სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ეს განცხადება უკრაინის ტელევიზიით გააკეთა:
"თუ კი უკრაინის არმიას მივცემთ შესაბამის ცოდნას და იარაღს, მას შეუძლია, მთელი რუსეთი დაიპყროს", _ თქვა მან.
სააკაშვილის აზრით, უკრაინის სამხედრო ძალებს რუსეთის დაპყრობაში ხელს უშლის მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი: "თუმცა, ასეთი ახალი ტიპის იარაღი აქვს აშშ-ს და თუ ისინი ამ იარაღს უკრაინას გადასცემენ და უკრაინელები გაანადგურებენ რუსეთის პირველ 50 ტანკს, ყველაფერი სხვანაირად იქნება".
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს უპილოტო თვითმფრინავები და არტილერია.