მუსიკოსი გიორგი ცაგარელი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს უპირპისპირდება და მიხეილ გიორგაძეს პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს:
“საყდრისის დანგრევას ხელს აფარებდით – კულტურული მემკვიდრეობა პრიორიტეტი არ არის!
ჯანლუკა მარჩანო გააქციეთ – თბილისის ოპერა პრიორიტეტი არ არის!
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს (90წლის გახდა) თავზე ჭერი ენგრევა, 1 წელია შენობა აღარ აქვს – სახელმწიფო ორკესტრი პრიორიტეტი არ არის!
ზალცბურგის მოცარტეუმში ქართველ სტუდენტს დაფინანსებაზე უარს ეუბნებით – კიდევ ერთი ქართველის წარმატება პრიორიტეტი არ არის!
ნიჭიერ და შემდგარ კინორეჟისორებს კინოსთვის ფულს არ აძლევთ და, მსოფლიოს კინემატოგრაფისტთა გუნდი რომ აღიარებს, მერე ხვდებით უთავმოყვარეოდ ტაშისკვრით, ეგებ გამოჩნდეთ “სხვების” ხარჯზე მოპოვებულ აღიარებაში და ასე მაინც ჩაგეთვალოთ- აღიარებამდე კი ქართული კინო პრიორიტეტი არ არის!
აბა რა დედითქვენის არის???" _ წერს მუსიკოსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.