გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს. ადგილობრივი მცხოვრების, ზურაბ ასათიანის ინფორმაციით, მგლების და ტურების შემოსევა სოფელში ახალი ამბავი არ არის.
"ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაქვს ნაყიდი ნაკვეთი და იქ მყავდა ცხვრები დაბინავებული. ადრე ძროხა დამიკბინა მგელმა, ახლა ცხვრები დამიგლიჯა. ადრე ტურის და მგლის ტყავს თუ ჩააბარებდი ფულს გაძლევდნენ და ახლა თუ მგელი მოკალი დაგაჯარიმებენ. სანამდე უნდა ვიყოთ ასე არ ვიცით." _ გვითხრა ზურაბ ასათიანმა.