ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დამატებითი შტატების მისაღებად კონკურსი კვლავ ცხადდება.
„სამსახურის უფროსებმა უნდა წარმოადგინონ საჭირო შტატების ნუსხა. ვაკანტური თანამდებობების სამუშაოთა აღწერილობას, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბრძანებით დაამტკიცებს. კონკურსი დაახლოებით 16 პოზიციაზე გამოცხადდება", – განმარტავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში.