საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მომავალ სასესიო კვირას მივა, თუმცა კონკრეტული თარიღი დღეს საღამოს დაზუსტდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამუშაო გრაფიკთან და დღის წესრიგათან დაკავშირებით კონსულტაცია მიმდინარეობს.
ბიუროს მომავალ სხდომაზე კი გადაწყდება, როგორი იქნება პრეზიდენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლის ფორმატი.