გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას საერთო აზრით, სანამ მოსკოვი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, სანქციები უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება,.
"თუ მოსკოვი გააგრძელებს მოძრაობას ამჟამინდელ კურსით, მისი იზოლაცია მხოლოდ გაუარესდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში“, _ აზუსტებს ამერიკის პრეზიდენტი.
ამერიკის ლიდერმა აღიარა, რომ დასავლეთიდან მიღებულმა სანქციებმა რუსეთის ხელისუფლება ჯერ ვერ გადაარწმუნა.
ის დარწმუნებულია რომ, ასეთ სადამსჯელო ფორმებს აქვთ შესამჩნევი ნეგატიური მოქმედება რუსეთის ეკონომიკაზე და ამიტომ, როცა ფასი საკმარისად მაღალი გახდება, რუსეთი, უკრაინასთან მიმართებაში, გადაწყვეტს შეცვალოს თავისი პოლიტიკური დამოკიდებულება.
ბარაკ ობამას აზრით, რუსეთის მიმდინარე პოლიტიკური კურსი ანგრევს რუსულ ეკონომიკას და ზიანი მოაქვს რუსი ხალხისთვის, ასევე აქვს საშინელი ზემოქმედება უკრაინაზე.
ობამამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია დარჩე გულგრილი და დაუშვა ევროპის საზღვრების შეცვლა.
აშშ-ეს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სთხოვს თავის ჯგუფს განიხილონ ყველა ვარიანტი სამომავლო მოქმედებისთვის, თუ დიპლომატიური გზით, უკრაინული კრიზისი არ გადაწყდა.
გამოყენებულია mirtv.ru-ს ინფორმაცია.