განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
ჯოკია ბოდოკიას ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობა წუხელ, გვიან ღამით კომენტარის გარეშე დატოვა. შესაბამისად, დაკავებულის პოზიცია აქამდე უცნობია.
"ნაციოანლურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ნარმანია ბოდოკიას თანამდებობაზე დანიშვნამდე არაერთხელ გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. საუბარია 180 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხაზე. აქედან 50 ათასი, გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილს უკვე აღებული ჰქონდა.