უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ისაუბრა "ცუდი ამბების" შესახებ მინსკის ოთხმხრივი შეხვედრიდან, სადაც მცირე შესვენების შემდეგ მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდა.
როგორც სააგენტო AFP იტყობინება, პოროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთმა "წამოაყენა მიუღებელი პირობები".
"სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კარგი ამბები არ არის, თუმცა, იმედი ჯერ კიდევ გვაქვს", _ თქვა პოროშენკომ.