ხვალ 11.00. საათიდან, რუსთავის პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში საქველმოქმედო აქცია მოეწყობა.
აქციის ფარგლებში, კლინიკა "ენ მედიცის" (თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფო, ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი) მედიკოსები უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ საჯარო და კერძო სკოლების, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და სამუსიკო სკოლების რუსთაველ პედაგოგებს.
აქცია კლინიკა ,,ენ მედიცის“ ორგანიზებით და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ეწყობა. აქციაზე მისულ რუსთაველ პედაგოგებს ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, თერაპიული, ანგიოლოგიური, ნევროლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.