"საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად გამოირიცხება წინა გამოძიების ვარაუდები, თითქოს მამაჩემს ტუალეტში დენმა დაარტყა. ამის დასადასტურებლად საქმეში დევს ფოტომასალა, რომელიც გამორიცხავს ამ ვერსიას", _ ეს განცხადება "გურია ნიუსთან" გიორგი ზერეკიძემ რამდენიმე წუთის გააკეთა.
მისი ინფორმაციით, გამოძიება 4 წელია მიმდინარეობს, თუმცა, საქმეში სიახლეები ახლა გამოჩნდა.
რა მოხდა რეალურად, რა ეჭვები აქვს გიორგი ზერეკიძეს, რომლის დაპატიმრებამ და კრიმინალად შერაცხვამ თითქმის მთელი საქართველო ქუჩაში გამოიყვანა? ამის შესახებ ვრცელ სტატიას "გურია ნიუსი" ხვალ შემოგთავაზებთ.