დღეს, ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ის 2010 წელს, ნარკოდანაშაულისთვის, იყო ნასამართლევი, რომლისთვისაც ერთწლიანი სასჯელი მოიხადა და მოგვიანებით ნასამართლეობა გაუქარწყლდა
ამავე პროცესზე, პროკურორმა განაცხადა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას მიყურადება, დანაშაულის ჩადენამდე, უფრო მეტიც, ქრთამის შეთავაზებამდე დაიწყო.