უკრაინის არმიის "მ" სექტორის შტაბში შევიდა ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაცია _ ტერორისტები აპირებენ სოფელ ბეზიმიანოედან დაბომბონ რუსეთი ფედერაციის ტერიტორია.
ამის შესახებ "112 არხის" ეთერში სექტორ "მ"-ის პრესოფიცერმა დიმიტრი ჩალიიმ განაცხადა.
მისი სიტყვებით, ზუსტად ამ წუთებში, ბოევიკებს შეაქვთ რეაქტიული საცეცხლე მოწყობილობა სოფელ ბეზიმიანოესთან, საიდანაც უკრაინის დროშის ქვეშ დაბომბავენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას.
"ასეთი ქმედებით, ბოევიკები მოახდენენ რუსული არმიის უკრაინაში შესვლის პროვოცირებას", _ ამბობს ჩალიი.
10 თებერვალს, პოლკის _ "აზოვი", მეომრებმა დაიკავეს სოფელი შიროკინო, რომელიც სოფელ ბეზიმიანოეს გვერდით მდებარეობს, შიროკინოს ახლა უკრაინის არმია აკონტროლებს და ტერორისტებისგან, ჯერჯერობით, წარმატებით იცავს.
"უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, დღეს, ტერორისტებმა ერთ-ერთ "გრადზე" დაამაგრეს უკრაინის დროშა, დაბომბეს დასახლებული პუნქტები და ეს დაბომბვა ვიდეოთი გადაიღეს", _ იუწყება მარიუპოლის დაცვა.