თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ" გენადი ციპლაკოვმა განაცხადა, რომ "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა მზადაა, შეასრულოს მინსკის ხელშეკრულების პირობები და შეწყვიტოს ცეცხლი 00.00 საათზე. შესაბამისი ბრძანება ხელმოწერილია და დაურიგდა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქვეგანაყოფებს".
რამდენიმე საათით ადრე, "ლნრ"-ის ბოევიკების ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ კარიაკინი აცხადებდა, რომ არ ცნობდა მინსკის ხელშეკრულებას.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იუწყებოდნენ ე. წ. "დონბასის სახალხო რესპუბლიკის" ბოევიკებიც, თუმცა, ისინი, ამავდროულად აცხადებდნენ, რომ განაგრძობდნენ დებალცევოს დაბომბვას და არ ცნობდნენ მინსკის ხელშეკრულებაში მოყვანილ საზღვრებს.