ლანჩხუთში ისევ იჩინა თავი ე. წ. ღორის აფრიკულმა ცხელებამ. ამ ეტაპზე დაავადების შემთხვევები გამოვლენილია მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ზონაში. კერძოდ, ჯაპანასა და ქვიანში.
„ალბათ, ერთი წელი იქნება, რაც ღორის დაავადებას არ შევუწუხებივართ. ასე იცის, დროდადრო იჩენს ხოლმე თავს. გარკვეული პერიოდი ჩაცხრება, ღორებიც მომრავლდებიან და მერე იწყება ისევ ყველაფერი თავიდან. ათასნაირად ვწამლობთ, თუმცა მაინც არაა ჩვენი საშველი“, – ამბობენ სოფლის მაცხოვრებლები.