evroneuws-ის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ინიციატივას, თხოვნით მიმართონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსებასთან დაკავშირებით. ახლა ჯერი უკრაინის უმაღლეს რადაზეა, საბოლოოდ სწორედ მან უნდა განიხილოს პრეზიდენტის ინიციატივა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული წინადადებით უშიშროების საბჭოს მას შემდეგ მიმართა, რაც სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი დებოლცევო აიღეს.
წაიწევენ თუ არა წინ ამბოხებულები დებოლცევოს აღების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით უკრაინელი პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი აცხადებს: – „დებოლცევოს აღების შემდეგ მათ ეძლევათ შესაძლებლობა სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდნენ საკუთარ ტერიტორიებს. წაიწევენ თუ არა წინ? ვთვლი, რომ უფრო არა, ვიდრე კი, რამდენადაც არსებული სიტუაცია ხელს აძლევს პუტინს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ჯერჯერობით მისთვის ხელსაყრელია მინსკის შეთანხმება, ეს აწყობს ევროპასაც“.
ქალაქი დებოლცევო სეპარატისტებისთვის სტატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან იგი დონეცსკსა და ლუგანსკ ერთმანეთთან აკავშირებს, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო მაგისტრალით.