საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით ხვალ ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი "ღირსების მარშში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.
კიევში ღონისძიებები "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.