https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„შემთხვევა“ მოსკოვში

15:02; 21.02.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მრავალი ჩინებული მსახიობი გვყავდა და გვყავს ქართველებს. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

დღევანდელი მოგონებების პირველი გმირი მსახიობი გურამ ფირცხალავაა, რომელსაც ერთხელ მოსკოვში „არასასიამოვნო ისტორია“ შეემთხვა.

„დღეს რუსეთის თემაა აქტუალური და იქაურ ერთ კურიოზს მოგიყვებით.

1980-იანი წლებია, ახალგაზრდა ვარ, კავკასიური სისხლი მიდუღს. რუსმა ქალბატონებმა საქეიფოდ დამპატიჟეს და უარს რა მათქმევინებდა? ერთმა წინასწარ მთხოვა:

– გურამჩიკ, დარაგოი, ათ ქალში მარტო თქვენ იქნებით კაცი და რომ არ მოიწყინოთ, ჩემს ნაცნობს წამოვიყვან, დიდხანს იჯდა ციხეში, ცოდოა.

– კეთილი, – დავთანხმდი.

მოკლედ, მიდის გაქანებული ქეიფი, მინდა, ქალების მთელი ყურადღება მარტო ჩემსკენ იყოს და დავიწყე ფოკუსების კეთება. რა ვიცი, ხან რა მოვიგონე, ხან რა, თავდაყირამ შლანგითაც კი დავლიე ღვინო და ეს ქალები სულ გავაგიჟე. მიკრავენ ტაშს, კივიან, წივიან, არის ერთი ამბავი, იმ მეორეს ზედაც არ უყურებენ და უცებ, წამოდგა.

– მე მინდა, გურამი ვადღეგრძელო, – არყის ჭიქა ასწია.

– დაჯექი მანდ, – დაუცაცხანეს ქალებმა, – დალევა მერე, ვერ ხედავ, რა ფოკუსებს აჩვენებს?

დაჯდა საცოდავი სახით, ხმა არ ამოუღია. მე ჩემს სტიქიაში ვარ, ქალები თვალს აღარ მაშორებენ და ის ღმერთგამწყრალი ისევ წამოხტა:

– უფლება მომეცით, ამ ჭიქით…

– დაჯექი! – ეტაკნენ. ისე მოიბუზა, შემეცოდა.

– გისმენთ, ბატონო, – მეც ავიღე ჭიქა. რუსმა დამლოცა და…

იცით, რა გააკეთა? ჭიქა ზევით აიქნია, არაყი ჰაერში ერთ ზოლზე დადგა, მერე ქვემოდან პირი შეუშვირა და დალია, წვეთი არ ჩამოვარდნილა! ორსაათიანი შრომა წყალში ჩამიყარა, ჩემი ფოკუსები, იმ ნომერთან შედარებით, მაიმუნობას ჰგავდა. ეტყობა, ციხეში ჰქონდა ნასწავლი. ქალები ჭკუიდან გადავიდნენ, ვიღას ახსოვს შენი „დარაგოი“ გურამჩიკა, ათივე იმ უპატრონოს მიაჩერდა! აუ, მომეშალა ნერვები, ამან მე როგორ უნდა მაჯობოს-მეთქი?

ტუალეტში გავედი, ჭიქა გავიტანე, წყალი მოვუსვი და ვიკლავ თავს, როგორმე მისი ნომერი გავიმეორო. მოვკვდი, დავიტანჯე, არაფერი გამომდის! დავბრუნდი უკან დათრგუნვილი და ის უპატრონო ირონიით მეკითხება:

– ნუ, ჩტო, ტრენიროვალსია?

– კაკ უზნალ? – დავაღე პირი.

– საროჩკა ი ბრიუკი მოკრიე, – მთლად მომიღო ბოლო.

ვიღას ახსოვდა ქალები და დროსტარება, ორ წუთში უკვე ქუჩაში გავრბოდი.

ბორის წიფურია იგონებდა:

“ორშაბათ დღეს რამდენიმე მსახიობი შევიკრიბეთ ფოიეში. ჩვენთან ერთად ბატონი მიშა თუმანიშვილიც იყო. მან საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა და ვმხიარულობდით. თეატრის ტექნიკური რეჟისორიც, ვალიკო გაბისონიაც შემოგვიერთდა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული, მაგრამ ზედმეტად თავისებური ხასიათის კაცი იყო. ხშირად უთანხმოება მომდიოდა მასთან, სცენაზე ჩადენილ არც ერთ ოინს არ მაპატიებდა და სულ “დანოსებს” მიწერდა დირექციაში. სხვათა შორის, ვალიკო “დათა თუთაშხიაში” მედუქნის მსახურს, დაქირავებული მკვლელის როლს თამაშობს, რომელიც ჭიქაში საწამლავს უყრის რაჟა სარჩიმელიასა და ბოდღო ყვალთავას. მოკლედ, ვალიკო მოგვიახლოვდა, მაგრამ დაინახა თუ არა ბატონი მიშა, რაღაც უცნაურად აიმრიზა და დემონსტრაციულად შებრუნდა. თურმე, წინა დღეს საკმაოდ მწვავე შელაპარაკება მოსვლიათ თეატრის საქმეებზე. ბატონმა მიშამ შეამჩნია ეს და გასძახა: ”ვალიკო, ასე როგორ შეიძლება?! ეს თეატრია და ასე მოქცევა არ შეიძლება”. ვალიკო უცებ მოტრიალდა და უპასუხა: ”ვიცი, ბატონო, რომ თეატრია, მაგრამ დღეს ორშაბათია – დასვენების დღე, ჩემს ნებაზე ვარ და მინდა მოგესალმები და მინდა არა”.

ყველა იცინოდა, მაგრამ, რატომღაც, მე მოვხვდი თვალში და ახლა მე “დამცოფა”.

– შენ რაღა გაცინებს, შე არამზადავ? შენ საერთოდ არ ხარ ამ თეატრში გასაჩერებელი, მაგრამ… ყველანი ერთნაირები ხართ… “

ზურაბ ყიფშიძე იხსენებს:

“ჯარის გამო ორი თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი. ბავშვობაში ცოტა ნერვული ვიყავი და 60 წელს გადაცილებულმა დეიდებმა ავლიპ ზურაბიშვილთან წამიყვანეს. “ჯარისთვის გამოადგებაო” – წარმოგიდგენიათ? 12 წლის ვიყავი, ოთახში რომ შემიყვანეს, კარი ჩაკეტეს და ცოტა შემეშინდა. თან თვითონ ავლიპიც უცნაური კაცი იყო. ცოტა ხანს მიყურა, მერე უცებ წამოხტა და თქვა: “უნდა მოგახსენოთ, რომ ნერვული ბავშვია”. ეს დასკვნა მერე მართლა გამომადგა და ჯარში აღარ წავსულვარ”.

ბატონი იმედა კახიანი მხატვრული ფილმი “საბუდარელი ჭაბუკის” გადაღების დროს მომხდარ ერთ სასაცილო შემთხვევას მისთვის ჩვეული იუმორით არაერთხელ იგონებს:

“ამ “საბუდარელს” რომ ვიღებდით, ქუთაისში ჩავედით მაშინ. შოთა მანაგაძემ მითხრა, გამოეწყვე როლის მიხედვით და სასტუმროს წინ დამელოდე, მე აქ საქმე მაქვს და მალე მოგაკითხავო. გამოვეწყვე გოგიტას ტანსაცმელში, ავიღე ჩემი ფუთა (მატარებელში რომ მქონდა გარმონით) და დავდექი მორჩილად სასტუმროს წინ, შესასვლელთან. ერთიც ვნახოთ, მიდი-მოდის წესრიგის დამცველი მილიციონერი გაპრიალებული ჩექმებით.

– რას შობი, გოგო, შენ, რო შობი? – უყვირის გამვლელ გოგოს.
– რა გინდა, რა, იოსკა ბიძია (ქუთაისში ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას დეიდა, ბიცოლა და ბიძიაა)? – შეეპასუხა გოგო.
– რაია, ბიძია და, რო გადმოგიყრია მა ბაყვები, მამა არ გყავს სახში? მოგაჯდება ვინცხა და მერე მე უნდა ვაგო პასუხი
– კაი რა, იოსკა ბიძია.
– ჩეიგრძელე “იუბკა”, რო გეუბნები მე შენ! სკამზე დამჯდარს შეგიკერეს ეგ “იუბკა”, შე უპატრონო?
– ნახავ აგერ, თუ ვინმე მომაჯდება! – არ შეეპუა გოგო და გაიქცა ბაღის კიდისკენ.
– უყურე ახლა ამას! – ჩაილაპარაკა იოსკამ და მე მომადგა
– ბომჟი ხარ?
– რა. ბატონო?
– ბომჟი ხარ, რას აკეთებ მაქ?
– იმედა ვარ, – გავუღიმე ალალად. სულ არ მახსოვს აჩაჩულ-ჩაჩაჩული გოგიტა რომ ვარ, ფუთით ხელში.
– იმედა, თვარა, შენც ქალაქის საბჭოდან არ იყო. ვის უცდი აქანა?
– ქალაქის საბჭოდან უნდა მომაკითხონ.
კაცი დასაბმელი გახდა.
– მაგლახავებ, შე ტვინგაღვინებულო? მთვრალი ხარ, ჩემო მკვლელო? გეეთრიე აქედან ახლავე, თვარა ცოცხლად გადაგყლაპავ, კუჭში თუ არ მაწყინე.
– ბატონო?
– ხმა!

იღბლად, იქვე გაჩერდა სამთავრობო მანქანა, გადმოვიდა შოთა მანაგაძე, გადმოჰყვა ქუთაისის (მაშინ რო ქალის სახელი არ ერქვა) მერი და ჩამომართვა ხელი – ესაა კაცო, ისო? – ეკითხება ბატონ შოთას.

მილიციელი, “ცისკარში” რომ თაგვია, ისე დაპატარავდა ამის დამნახავი.

ცოტა რომ შეხალვათდა სიტუაცია, მომიხელთა” – არავის უთხრა, თუ ძმა ხარ, არ დამღუპო, ბომჟი რო გიწოდე. ექვსი შვილი მყავს შესანახი, სულ გოგოებია, ბოლოს მანანა ჰქვიაო.
– ეჰ, ყველას მე როგორ უნდა ვუნახო ნამუსი, კაცო?“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

როგორ უნდა დავძლიოთ სიზარმაცე

10:13; 12 იანვარი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს სურნელი

10:11; 12 იანვარი, 2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება

10:08; 12 იანვარი, 2026
ზაფრანი

2026 წლის ჰოროსკოპი

10:07; 12 იანვარი, 2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11 იანვარი, 2026

მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალი წესი

დეპუტატი ნესტანის „შურისძიება“

ყველა სიახლე

საზოგადოება

მსვლელობა თბილისში – მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

21:37; 12.01.2026
პოლიტიკა

პაატა სალია: ამ მემორანდუმებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის

19:39; 12.01.2026
საზოგადოება

“ოთხი მძიმე დაავადება აქვს, უჭირს გადაადგილება”- გიორგი რურუას ადვოკატი

19:20; 12.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:13; 12.01.2026
სამართალი

პროკურატურამ კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:51; 12.01.2026
მსოფლიო

“ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

18:30; 12.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

18:09; 12.01.2026
სამართალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

16:02; 12.01.2026
სამართალი

“თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი” _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

15:47; 12.01.2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

14:55; 12.01.2026
სამართალი

ოზურგეთში “ქურდულ გარჩევას”, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი ხელმძღვანელობდა, ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

14:33; 12.01.2026
საზოგადოება

ის, რაც თქვენი ხასიათი გგონიათ და არ მოგწონთ, შეიძლება ბავშვობის ტრავმა იყოს – მისგან გათავისუფლება შეგიძლიათ

14:23; 12.01.2026
საზოგადოება

დღეს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება

12:16; 12.01.2026
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო