თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს კახა ცეცხლაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს შესათანხმებლად ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პროექტი – ტურნირი ტყვიით სროლაში "8 მარტი"’ წარმოუდგინა.
ტურნირში მონაწილეობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებში, დედაქალაქის საკრებულოში, გამგეობებში, მერიის დაქვემდებარებულო ა(ა)იპ-ებში და სსიპ-ებში დასაქმებული ქალბატონები მიიღებენ.
ტურნირი ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში (ჭაჭავაძის 49ა) 5-8 მარტს ჩატარდება. დეპუტატებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.