საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს მის აღმატებულება ტოომას ჰენდრიკ ილვესს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
" თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ესტონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო ესტონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.
პატივისცემით გიორგი მარგველაშვილი"