მარტის დასაწყისიდან თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის მოვალეობებს აღარ შეასრულებს. ამის შესახებ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მერის თქმით, თბილისის მერიაში ეკონომიკური მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ამ მიზნით მარტის პირველ ნახევარში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნება, რომელიც ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.
ცენტრის საქმიანობის ამოქმედების შემდეგ ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის ფუნქციებს აღარ შესრულებს. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამ ცენტრის შესახებ ალექსანდრე მარგიშვილთან ერთად ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.