როგორც "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა ა(ა)იპ "საფეხბურთო კლუბ გურიას" ფინანსურ შემოწმებას ჯერ კიდევ დაუდგენელი სამსახური ხვალიდან დაიწყებს.
ჩვენივე ინფორმაციით, გასული წლის თებერვლიდან, მიმდინარე წლის თებერვლამდე კლუბში განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაციის შემოწმება იგეგმება. თუ კონკრეტულად რა სამსახური განახორციელებს აღნიშნულ შემოწმებას, ამაზე კლუბში ინფორმაციას ვერ ფლობენ.