"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ყოფილი სპეციალისტი, მზევინარ სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის თანაშენწედ ინიშნება. ბრძანება აღნიშნულზე ორშაბათს დაიწერება.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწერება აპლიკანტების თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებები. შესაბამისად, ცნობილი გახდება კონკრეტულად ვინ და რომელ თანამდებობაზე დაინიშნება.