"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ინფორმაციით, 2014 წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანმა მიიღო.
წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, 75 000 ლარი წარმოადგენს მის თანამდებობრივ სარგოს და პრემიერ– მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს, ხოლო დანარჩენი (12 500 ლარი) იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე რა დამსახურებით მიიღო ყველაზე მეტი პრემია იუსტიციის მინისტრმა ასე უპასუხა:
_ შარშან, ირაკლი ღარიბაშვილმა ორჯერ გადაწყვიტა, რომ იუსტიციის მინისტრს გაწეული შრომისთვის, რაც მან გასწია სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა პრემია. ერთი იყო როცა ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ჩვენმა ქვეყანამ ხელი ძალიან ბევრი სირთულის ფონზე. პრემირებულ მინისტრებს შორის მე არ ვიყავი ერთადერთი, რადგან ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ იყო _ ეს გახლდათ ბატონი კვირიკაშვილი, ბატონო პეტრიაშვილი, ქალბატონი ფანჯიკიძე. რაც შეეხება მეორე პრემიას _ თქვენ იცით, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს წამყვანი როლი. ბავშვები ძალიან მალე უვიზოდ ივლიან ევროპაში. მე ამ შრომას ვეწევი მათთვის… როგორც ჩანს პრემიერმა ეს მოიწონა, _ აღნიშნა წულუკიანმა.
იხილეთ ვიდეო: თეა წულუკიანმა პრემიებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი "გურია ნიუსს" მისცა