ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ფარცხმისა და ბურნათის საზღვარზე, ამ წუთებში ტყე იწვის. მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური
_ "მუშაობას ართულებს ძლიერი ქარი, დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ რა მასშტაბის სტიქიასთან გვაქცვს საქმე, მეც ახლა მივდივარ სტიქიის ადგილზე და თუ საჭირო გახდება მეზობელი რაიონებიდანაც გამოვიძახებთ დამხმარე ჯგუფს." _ გვითხრა კუჭავამ.