ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის საპასუხოდაც, ლადო ბედუკაძე რუსთაველის გამზირზე საკუთარ მხარდამჭერებით მისვლას გეგმავს.
"მე არ მიხანავს ეს განცხადება. "ფეისბუქზე" ყოფნის ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ჩვენ ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი. კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ყველა პარტიას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი, მათ შორის – ქუჩაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბერი და 26 მაისები. აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქემ ხმის გამოხატვის თავისუფლებას უნდა სცეს პასუხი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სახელმწიფოში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქუჩაშიც და შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისთვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს", – განაცხადა წულუკიანმა.