გურიაში ამ წუთებში გადაუღებლად თოვს. მარტის პირველ თოვლს რეგიონისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
ოზურგეთის, ლანჩუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ თოვლს პრობლემები არსად არ შეუქმნია:
_ მაღალმთიან სოფლებში თოლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია, თუმცა, პრობლემები არ შექმნილა. შეუფერხებლად მოძრაობს ყველა სახის ტრანსპორტი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.