საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავის მეუღლეს, დავით უსუფაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
"სანდრო და გიგა, გილოცავთ დათო მამას დაბადების დღეს. არც მამა გყავთ სახლში, არც დედა მაგრამ იცოდეთ რომ სამყაროში ყველაზე მაგარი მამა გყავთ და მე კიდევ ყველაზე მაგარი, ყველაზე საიმედო, ყველაზე დიდი გულის მქონე ადამიანის ცოლი ვარ.
დათო გილოცავ აი ასე საჯაროდ, და სიყვარულს გიხსი სახალხოდ. 20 წლის შემდეგაც ზუსტად ისე მიყვარხარ როგორც მაშინ, პირველ დღეს რომ გამოვუტყდი საკუთარ თავს.
ვიცი გაბრაზდები ამას რომ ნახავ, მაგრამ მაინც დავაჭერ ეხლა ამ ღილაკს ხელს და ვირტუალური სამყაროს კუთვნილებად ვაქცევ ამ პატარა გზავნილს", _ წერს ხიდაშელი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.