"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაცია ცენტრალური ხელისუფლებისგან, კახეთის მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად გაზრდილი შტატების და ხარჯვითი ნაწილის გადახედვას მოითხოვს. პარტიამ შესწავლილი მასალების შემდეგ ანგარიში გამოაქვეყნა.
რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მთილიანობაში 57 მილიონ 912 ლარია. აქედან, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი სახელფსო ფონდს ხმარდბა. ყველაზე მეტი თანხა სახელფასო ფონდიდან ააიპიებზე გაიცემა, რომლის საერთო ციფრი 16 მილიონ 495 ათასი ლარია:
_ გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა რაოდენობას კანომდებლობა განსაზღვრავს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელოვნურად გაზარდა ააიპები, რომელებსაც არანაირი რეგულაცია არ გააჩნია და აღნიშნული ორგანიზბი გაიხადა ჯიბის ორგანიზაციად, _ აცხადებს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახეთში შოშიაშვილი.
მისივე თქმით, აიპიების შექმნის მიზანი იყო ადგილობრივი ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ ერთეულებად იმ მიმართულებით, რომ მუნიციპალიტეტებიდან განხორცილებეული საწყისი დაფინანსებით და შემდგომში საკუთარი შემოსავლები მიემართად დარგის შემდგომი განვითარებისთვის.
_ თუმცა, დღეს ააიპიები იქცნენ ადგილობრივი ხელისიუფლების თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების და სანათესაოს დასაქმების კარებად. "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობას“ ქამრების შემოჭერა ესმის შემდეგნაირად და ჩვენი ამოცანაა სწორედაც, რომ ადმინისტრაციული შემცირებული ხზარჯებით მოხდეს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, _ ამბობს შოშიაშვილი.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ყველაზე მეტი ააიპი სპორტისა და კულტურის სფეროშია შექმნილი. მათი განცხადებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაფუძნებულია 21 აიპი, საიდანაც 11კულტურის სფეროს მიკუთვნებულია, ხოლო ოთხი სპორტის.
_ თუ მოხდება გამსხვილება,საგრძნობლად შემცირდება ხარჯები და ეს უკვე წაადგება მუნიციპალიტეტებს. პარადოქსია, რომ ააიპი "მოქალაქეთა თანადგომა“ ამ სამსახურის ფუნქციაა სოციალურად დაუცველთა და გაჭირვებულთა ერთჯერადი კვება. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ბენებიფიციარის მომსახურებისთვის დღიური თანხა შეადგენს დაახლოებით 6 ლარს, საიდანაც ბენეფიციარების კვებაზე იხარჯება 1.60 ლარი, ხოლო დანარჩენი ხმარდება ააიპიში დასაქმებულ თანამშრომლა მომსახურებას და ოფისის ხარჯებს, _ აღნიშნავენ პარტიაში და დასძენენ, რომ კახეთის გამგეობებში პრემიის სახით 1 მილიონ 300 ათასი ლარი გაიცა.