"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნულიყო, დაკმაყოფილდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორიგ მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა.
"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები", -ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.